საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამა 2026: მოესწრება თუ არა სამუშაოების დასრულება ახალქალაქში წელს?

საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამა 2026: მოესწრება თუ არა სამუშაოების დასრულება ახალქალაქში წელს?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები წელს, წინა წლებთან შედარებით, გვიან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაგეგმილ ობიექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რამდენიმე სამუშაოზე კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი. მუნიციპალიტეტში არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოების ნაწილი, უამინდობისა და მშენებლობის დაწყების დაგვიანების გამო, წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს და მომავალ წელს გადაიტანონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები წელს წინა წლებთან შედარებით დაგვიანებით დაიწყო. ყველა ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა დაახლოებით რვა სამუშაოზე კონკურსი ჯერ არ დასრულებულა. ეს მოიცავს სოფლებში გარე განათების მოწყობას, წყალსადენებსა და არხებს, ასევე ახალგაზრდულ ცენტრებში სხვადასხვა სამუშაოებს.
ამასთან დაკავშირებით ჩნდება შიში, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება შესაძლოა გაჭიანურდეს და სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოესწროს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების გარდა, ადგილობრივმა ბიუჯეტმა დამატებითი დაფინანსება გაითვალისწინა — იგი თავდაპირველად გამოყოფილი თანხის 200%-ს აღწევს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, არა მოვსესიან ჯერ ვერ ამბობს, მოესწრება თუ არა ყველა სამუშაოს დასრულება.
ჯერ ვერ ვიტყვი. 30 ნოემბრამდე — ვერაფერს ვიტყვი. ბევრი რამ ამინდზეა დამოკიდებული. არის სამუშაოები, მაგალითად, განათების გაყვანა, რომლებიც უკვე დასრულებულია, ზოგიერთი სამუშაო კი დასკვნით ეტაპზეა. თუ ვერ მოასწრებენ — გაღმა წელზე გადავიტანთ. ამის უფლება გვაქვს“, — განაცხადა არა მოვსესიანმა.
საკრებულოს დეპუტატმა სარგის უზუნიანმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამოთქვა შეშფოთება სოფელ კულიკამში სამუშაოების ჩატარების ვადებთან, ასევე ტენდერის გვიან გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სოფელ კულიკამში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სასაფლაოს 100-მეტრიანი ღობე უნდა აშენდეს და რკინის ჭიშკარი დამონტაჟდეს.
„მაწუხებდა ის, რომ წელს ტენდერები ძალიან გვიან გამოაცხადეს. ტენდერის გამოცხადებისას მხედველობაში უნდა მიეღოთ სამუშაოების მოცულობა და მასალების მოწოდება. მაგალითად, ის ქვა, რომელიც კულიკამისთვის გვჭირდება, ძნელად საშოვნელია. ამ ქვასა და მოთხოვნა ძალიან დიდია, მომწოდებელი ვერ აუდის. მერე სიცივეები დაიწყება — ვეღარ მოვასწრებთ“, — განაცხადა სარგის უზუნიანმა.
სოფელ კულიკამში სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი შედგა, თუმცა კომპანია „რიმს“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
სამუშაოების საერთო ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს. აქედან 20 ათასი ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებშია გათვალისწინებული, ხოლო დამატებითი 40 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო.
არა მოვსესიანის განცხადებით, ამჟამად კომპანიის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
კომპანია „რიმში“ განაცხადეს, რომ სამუშაოების შესრულებაზე უარი მაღალი დატვირთულობის გამო თქვეს.
„პრობლემები არ ყოფილა, უბრალოდ ვერ მოვასწრებდით, ბევრი სამუშაო გვაქვს“, — განაცხადეს კომპანიაში.
შეკითხვაზე, თუ რატომ მიიღო კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა, თუკი შემდგომში სამუშაოს შესრულებას ვერ შეძლებდა, „რიმში“ უპასუხეს:
„როდესაც მონაწილეობას ვიღებდით, სამუშაოები არ გქონდა. შემდეგ რამდენიმე სამუშაო შემოგვთავაზეს“.
ამასთან, სარგის უზუნიანის მიჩნევით, კომპანიის მიერ უარის თქმის მიზეზი შესაძლოა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ქვის შეძენისა და მოწოდების სირთულე გამხდარიყო.
არა მოვსესიანმა აღნიშნა, რომ კულიკამში სამუშაოების დასრულების ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ახალი კონტრაქტორი ჯერ გამოვლენილი არ არის და მასთან ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა.
მისი თქმით, დისკვალიფიკაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, იმ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი გაგრძელდება, რომელიც სამუშაოების შესრულებას საკუთარ თავზე აიღებს.
ამრიგად, დღეის მდგომარეობით, კულიკამში სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, ხოლო მათი დაწყების ვადები წინა კონტრაქტორთან დაკავშირებული პროცედურის დასრულებასა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეა დამოკიდებული.
ცივი სეზონის მოახლოების ფონზე, ღიად რჩება კითხვა, მოხერხდება თუ არა კულიკამსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ სხვა ობიექტებზე გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულება, თუ მათი ნაწილის მომავალ წელს გადატანა გახდება საჭირო.
მუნიციპალიტეტში აღიარებენ, რომ ყველა ობიექტის დასრულების ვადების გარანტირება ჯერჯერობით შეუძლებელია. საბოლოოდ გახდება თუ არა ცნობილი, მოასწრებენ თუ არა კონტრაქტორები სამუშაოების შესრულებას, 30 ნოემბრის შემდეგ გამოჩნდება — ამინდის პირობებისა და დარჩენილი ხელშეკრულებების გაფორმების ვადების გათვალისწინებით.

თეგები: სოფელი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე