ამინდი ახალქალაქში 14 სექტემბრამდე

ამინდი ახალქალაქში 14 სექტემბრამდე

საქართველოში 10–14 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება“, -აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში — ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთში, ფასანაურში — მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24…+26 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში — ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურში, ომალოში — მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20…+22 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27…+29 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში — ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიაში, ფოთში — მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26…+28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში — ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთში — მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29…+31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში — ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერეში, ხულოში, რიქოთის უღელტეხილზე — მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27…+29 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში — მესტიასა და ბახმაროში — მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24…+26 გრადუსი იქნება.
ქართლში — რუსთავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, გორში, ცხინვალში — მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29…+31 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში — საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში — მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28…+30 გრადუსი იქნება.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე