ახალქალაქში ავტონაწილების ახალი მაღაზია – MadAy (R) გაიხსნა

ახალქალაქში ავტონაწილების ახალი მაღაზია – MadAy (R) გაიხსნა

5 სექტემბერს, თამარ მეფის ქ. #62-ში (ლიბერთი ბანკის ყოფილ შენობაში) ავტონაწილების ახალი მაღაზია გაიხსნა. მფლობელების თქმით, ბიზნესი ჩვეულებრივია, თუმცა ისინი -ახალგაზრდა ბიჭები -ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი მომსახურება მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული, კომფორტული და დიდი შესაძლებლობების შემცველი გახადონ.

MadAy_13

მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ავტომობილის ავტონაწილები, დეტალები, აქსესუარები და ზეთები. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დეტალის შეკვეთით შეძენაც – საქონლის მიხედვით, შეკვეთის ჩამოტანას 2-დან 20 დღემდე სჭირდება.

MadAy_12

მაღაზიის მფლობელები მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ:

უფასო მიწოდება ქალაქის მასშტაბით

უფასო მიწოდება სოფლებში — 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას

ზეთის შეცვლის უფასო წერტილი

24/7 მომსახურება (24-საათიანი სერვისი)

უფასო პროფესიონალური კონსულტაცია

ნებისმიერი ავტონაწილი შეკვეთით

MadAy_11

MadAy_10

MadAy_9

MadAy_8

მაღაზია MadAy-ს ისტორია ორი მეგობრის მარტივი იდეით დაიწყო — შეექმნათ რაღაც განსაკუთრებული. ახალგაზრდა ბიჭებმა, ვლადიმერ მადოიანმა და არკადი აივაზიანმა, გადაწყვიტეს საკუთარი საქმე წამოეწყოთ და ჩვეულებრივ ბიზნესში თავიანთი, განსაკუთრებული წვლილი შეეტანათ.

„მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ბიზნესი ჩვეულებრივია, რადგან ჩვენს ქალაქში ავტონაწილების ბევრი მაღაზიაა, ჩვენთვის ეს მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც გამორჩეული იქნება — მომხმარებლებს ჩვენთან მუდმივი სიახლეები და დიდი შესაძლებლობები ელოდებათ“, — განაცხადა მაღაზიის გახსნისას არკადი აივაზიანმა.

MadAy_7

MadAy_6

MadAy_5

თეგები: რეკლამა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე