გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მსოფლიო რუკის ახალ პროექციას, იუწყება CNN.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის ქვეყნების რეზოლუციის პროექტს, რომლის თანახმადაც მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალისტურად აისახება.
რეზოლუციას მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა, ხოლო კიდევ ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.
ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის ჩანაცვლებას, რომელზეც მსოფლიო რუკების უმეტესობაა დაფუძნებული.
როგორც CNN წერს, მერკატორის პროექცია ნაკლებად გამოდგება მსოფლიო რუკებისთვის, რადგან ის არასწორად ასახავს მასშტაბებს. კერძოდ, ეკვატორიდან უფრო დაშორებული ქვეყნები უფრო დიდებად ჩანს, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები. მაგალითად, მერკატორის პროექციის რუკაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკაზე დიდია და ზომით აფრიკის კონტინენტს უტოლდება.