პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 მსჯავრდებული შეიწყალა

28.08.2026 Newsroom სიახლე 162
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე