ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

28.08.2026 Newsroom სიახლე 139
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ნეპალის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მანამდე დაღუპულთა რაოდენობა 332-ს შეადგენდა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ქვეყნისა და ტიბეტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები.

ნეპალში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიციის, არმიისა და შეიარაღებული პოლიციის 9 260 თანამშრომელია ჩართული. მაშველები დაზარალებულ რაიონებში გადარჩენილებს ეძებენ და სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზებისა და ნანგრევების გაწმენდას ცდილობენ.

ამასთან, ჩინეთის ხელისუფლება ნეპალ-ჩინეთის საზღვართან ტბის ახალი შესაძლო გადმოსვლის საფრთხეს აფასებს. ჩინეთის წყლის რესურსების სამინისტროს განცხადებით, ძლიერი წვიმების გაგრძელების შემთხვევაში ტბის ნაპირების გარღვევის მაღალი რისკია უახლოეს სამ დღეში.

თეგები: მსოფლიო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე