სტაჟირების პროგრამა: სექტემბერში 3 000-ზე მეტი ვაკანსია გაიხსნება

სტაჟირების პროგრამა: სექტემბერში 3 000-ზე მეტი ვაკანსია გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3 000-ზე მეტ ვაკანსიას ითვალისწინებს“, — განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით, რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრანტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება თავიანთ რეგიონში, თავიანთ მუნიციპალიტეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის“, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე