საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

24.08.2026 Newsroom სიახლე 144
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდა – 43:41.

დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90

ისრაელთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიცია იყო.

მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე