18 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდმა „აბულმა“ საკუთარ მოედანზე კასპის მუნიციპალიტეტის გუნდ „კასპი 1936-ს“ უმასპინძლა. მატჩი „აბულის“ გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
ეს მეორე ტურის პირველი შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ „აბული“ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. ახალქალაქის გუნდი მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს — მის ანგარიშზე 8 გამარჯვება, 6 მარცხი და 2 ფრეა. პირველი ადგილისთვის ჩემპიონატში სულ საქართველოს 16 გუნდი იბრძვის.
„აბული“ მორიგ შეხვედრასაც საკუთარ მოედანზე გამართავს. 25 აგვისტოს, 16:30 საათზე, ჩემპიონატის მე-16 ტურის ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე „აბული“ „ქარელს“ დაუპირისპირდება.
ახალქალაქის სპორტული სკოლის დირექტორი, არამ სუქიასიანი გულშემატკივრებს მოუწოდებს, მომავალ მატჩებზე გუნდს მხარი დაუჭირონ:
„ძვირფასო გულშემატკივრებო, თამაშის დროს თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ყველას გელით 25 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე!“