ხაშურში დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს

17.08.2026 Newsroom სიახლე 139
ხაშურში დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფელში ცხენები არ ჰყავთ, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ ნარჩენები სხვა ტერიტორიიდან ჩამოიტანეს და ღია ცის ქვეშ დაყარეს.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ღია ტერიტორიაზე დატოვებული ნარჩენები ინფექციის გავრცელების სერიოზულ წყაროს წარმოადგენს და შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, ვის ეკუთვნის ცხოველები ან სად მოხვდა მათი ხორცი.

ეს ხდება იმ ფონზე, რომ 3 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცი მიაწოდეს (ლაბორატორიული დასკვნა 2026 წლის 18 ივნისით თარიღდებოდა). აღნიშნულ ფაქტზე 4 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი პირი დააკავა.

წყარო ნიუპოსტი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე