გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზის თანახმად, უახლოეს ორ დღეში ჯავახეთში ცვალებადი მოღრუბლულობა და არაციელი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი ამ დღეებში ოდნავ დაიკლებს.
ახალქალაქი და ნინოწმინდა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს მიეკუთვნება, ხოლო ახალციხე – აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებს.
2026 წლის 14 აგვისტო – პარასკევი
აღმოსავლეთ საქართველო – ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ქარი დასავლეთის 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +16, +21°, დღისით +26, +31°;
მთაში: ღამით +12, +17°, დღისით +23, +28°;
მაღალმთაში: ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°, ზოგან +23°-მდე.
2026 წლის 15 აგვისტო – შაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა:
ბარში: ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°;
მთაში: ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°;
მაღალმთაში: ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°, ზოგან +21°-მდე.