2026 წლის 6 თვეში საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 149%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად იანვარ-ივნისში ქვეყანამ 2.07 მლნ აშშ დოლარის 711.1 ტონა ლოკოკინა გაყიდა, რაც თანხაში 149.2% ზრდაა, მოცულობაში კი 99%.

საქსტატის მონაცემებით, ქართული ლოკოკინა წელს მხოლოდ ორ ქვეყანაში საფრანგეთსა და თურქეთში გაიყიდა.

საფრანგეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 127.1 ტონა;
თურქეთი – 800.3 ათასი აშშ დოლარის 584 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. 2025 წელს ჯამურად ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.