ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ ანგარიშში. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა 3.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა ივნისში 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ 6 თვეში კი იმპორტი ჯამურად 9 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 20 ივლისს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.