გაზის მიწოდება აღდგა – SJGC მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

08.07.2026 Newsroom სიახლე 133
გაზის მიწოდება აღდგა – SJGC მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ცენტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გაზმომარაგება დღეს, 8 ივლისს, 09:00 საათზე აღდგა.
რამდენიმე საათის განმავლობაში გაზსადენი შეივსება და აბონენტები ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებენ.
კომპანია SJGC მოუწოდებს თავის აბონენტებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ და სთხოვს, შეამოწმონ გაზის ხელსაწყოები – ხომ არ დარჩათ ისინი ჩართული გაზის გათიშვის პერიოდში, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუფრთხილებლობით გამოწვეული გაზის გაჟონვა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე