იმ მედიკამენტების სია, რომლებზეც რეფერენტული ფასები უნდა დაწესდეს, განახლდა — ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში „ფარმაცევტულ პროდუქციაზე რეფერენტული ფასების სიის დამტკიცების შესახებ“.
კერძოდ, რეფერენტული ფასების ახალ სიაში შეხვდებით აცეტილსალიცილის მჟავის ჯგუფის 15 პრეპარატს, ალენდრონის მჟავის ჯგუფის 3 პრეპარატს, ბეტაჰისტინის ჯგუფის 14 პრეპარატს, დეზლორატადინის ჯგუფის 19 პრეპარატს, კეტოროლაკის ჯგუფის 11 პრეპარატს და სხვა. სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ასევე, გვსურს შეგახსენოთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ვრცელდება იმ სამკურნალო პრეპარატებზეც, რომლებზეც, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სააფთიაქო ქსელებმა გადაჭარბებული ფასნამატი დააწესეს და მათ იმპორტის ფასზე 1000%-ით, 2000%-ითა და 3000%-ით უფრო ძვირად ყიდდნენ.
იმ წამლების სია, რომლებზეც ფასების შეზღუდვა ვრცელდება, ეტაპობრივად ფართოვდება.