2026 წლის პირველი ექვსი თვის წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს შორის უცხოურ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მიხედვით საქართველო და მავრიკი მეხუთე ადგილს იყოფენ.
ამასთან დაკავშირებით ნათქვამია რუსული კომპანია NF Group-ის ანგარიშში, რომელსაც სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
ლიდერთა სამეულში შედიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტაილანდი და თურქეთი, ხოლო სერბეთი მეოთხე ადგილს იკავებს.
NF Group-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის ძირითადი მიზანი ბინადრობის უფლების მიღებაა, რაზეც ყველა გარიგების 53% მოდის. პირადი სარგებლობისთვის უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნის 27% მოდის, ხოლო საინვესტიციო მიზნით შეძენაზე — 20%.
NF Group-ი წერს, რომ „წლის პირველ ნახევარში უცხოური უძრავი ქონების მიმართ რუსი მყიდველების მიდგომა უფრო პრაგმატული გახდა. კერძოდ, ისინი სულ უფრო ხშირად განიხილავენ უძრავ ქონებას არა მხოლოდ როგორც საცხოვრებელ ან საინვესტიციო შენაძენს, არამედ როგორც ინსტრუმენტს კონკრეტული სტრატეგიული ამოცანის გადასაჭრელად.