24 ივნისს, თბილისში, ახალქალაქის სასპორტო სკოლის საფეხბურთო გუნდმა „აბულმა“ „ზესტაფონთან“ ითამაშა და ანგარიშით 6:1 გაიმარჯვა. მომდევნო მატჩი ახალქალაქში გაიმართება.
დღევანდელი შეხვედრა რეგიონული ლიგის ჩემპიონატის მე-14 ტურის ფარგლებში ჩატარდა. ამ გამარჯვების წყალობით, „აბულმა“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი გაინაღდა.
2026 წლის რეგიონული ლიგის გათამაშებაში „აბულმა“ 7 მატჩი მოიგო, 2 დაასრულა ფრედ და 5-ში დამარცხდა.
ახალქალაქის გუნდის მომდევნო ჩემპიონატის მატჩი 29 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის „ორბი-2“-თან შედგება.