2026 წლის მაისში საქართველომ სომხეთიდან 218,2 ტონა ყვავილი შეიძინა, რაც ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას “არმენპრესი” საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით აქვეყნებს.
სტატისტიკური მონაცემებით, მაისში სომხეთიდან ყვავილების იმპორტი წლიურად 2,9-ჯერ გაიზარდა და 218,2 ტონას მიაღწია. 2026 წლის აპრილთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 89%-ით გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, სომხეთიდან იმპორტირებული ყვავილები რეექსპორტზე არ გადის.
მაისში საქართველომ, ჯამში, 341,7 ტონა ყვავილი შემოიტანა. სომხეთის გარდა, ყვავილების მომწოდებლებს შორის იყვნენ ეკვადორი, ნიდერლანდები, კენია, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და იტალია.
სომხეთისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, მოსკოვმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტიც აკრძალა. მოგვიანებით სომხეთში განაცხადეს, რომ სომხეთიდან ყვავილების ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრები გამოჩნდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.