ვინ ისარგებლებს სპეციალური შეღავათით მართვის მოწმობის გამოცდაზე?

23.06.2026 Newsroom სიახლე 124
ვინ ისარგებლებს სპეციალური შეღავათით მართვის მოწმობის გამოცდაზე?

გაცნობებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საგრანტო გამოცდებსა თუ საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე პირები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური შეღავათით მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, რომელსაც მათ შსს-ს მომსახურების სააგენტო სთავაზობს.

სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის თარიღი ემთხვევა ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდას, კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა, შეცვალოს გამოცდის ჩაბარების დრო.

„ამისათვის კანდიდატმა ელექტრონულ მისამართზე – sagency@sa.gov.ge უნდა გადააგზავნოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კანდიდატს გამოცდის ახალი დრო დაენიშნება“, – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

თეგები: გზა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე