საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური ამწონი კომპლექსების დამონტაჟება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი-კარწახის გზა, რომელზეც დიდი ტონაჟობის სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან, გადატვირთვის გამო მუდმივად ზიანდება და მწყობრიდან გამოდის.
როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორების საშუალებით მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მასა დაფიქსირდება.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდეს სპეციალური ამწონი კომპლექსები, რომელთა საშუალებითაც მძიმე სატვირთო ავტომობილების მასა დაფიქსირდება. ჩვენი გზებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადატვირთული სატვირთოების მოძრაობაა, რაც საგზაო საფარის დაზიანებას იწვევს“, — აღნიშნა მინისტრმა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად