მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 214 დოლარი ღირს, როცა გუშინ 4 096 დოლარი ღირდა. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.84%-იან მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 67.1 დოლარია (გუშინ 64 დოლარი ღირდა), რაც ერთდღიან ჭრილში 5.04%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 365 ლარი ღირს, 750 სინჯის – 274 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 213 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.45 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.77 ლარი ღირს.