სოციალურ ქსელ Facebook-სა და Messenger-ში ხარვეზები ფიქსირდება

12.06.2026 Newsroom სიახლე 117
სოციალურ ქსელ Facebook-სა და Messenger-ში ხარვეზები ფიქსირდება

Facebook-სა და Messenger-ში ხარვეზები ფიქსირდება.

აღნიშნულ სოციალურ ქსელებზე წვდომისას პრობლემებს მომხმარებელთა ნაწილი წააწყდა. ვრცელდება ინფორმაცია საკუთარ ანგარიშებზე შესვლის (ავტორიზაციის), ახალი კონტენტის (სიახლეების ლენტის) ჩატვირთვისა და შეტყობინებების გაგზავნის შეფერხებებთან დაკავშირებით.

ხარვეზების მონიტორინგის პლატფორმა Downdetector-ი მომხმარებელთა მხრიდან საჩივრების რაოდენობის მკვეთრ ზრდას აფიქსირებს, თუმცა კომპანია Meta-ს მასშტაბური ავარიული გათიშვის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თეგები: მსოფლიო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე