გარემოს ეროვნული სააგენტო 13–15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13–15 ივნისს, თბილი ამინდის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27°C იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +17, +19°C-ს მიაღწევს.
თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა +26, +28°C იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14–15 ივნისს იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +23, +25°C იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 14–15 ივნისს კი — წვიმა. დღის ტემპერატურა +26, +28°C-ს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ივნისს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, 14–15 ივნისს — წვიმა. ტემპერატურა დღისით +25, +27°C.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ადგილობრივად შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დღისით +20, +22°C.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +27, +29°C.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დღისით ტემპერატურა +27, +29°C იქნება.