2025-2026 სასწავლო წელს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობამ 1 305 შეადგინა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

ცნობისთვის, სტატისტიკა ასახავს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან უცხოეთის უნივერსიტეტებში მობილობით სასწავლებლად ან გაცვლითი პროგრამებით წასული სტუდენტების რაოდენობას.

სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხოეთში განათლების მისაღებად გამგზავრებულ პირთა უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 804 სტუდენტი – სახელმწიფო, ხოლო 501 სტუდენტი კერძო უნივერსიტეტებში იღებდა განათლებას.

რომ გადავხედოთ 2024-2025 წლის მონაცემებსაც, ამ პერიოდისთვის უცხოეთში განათლების მისაღებად 1 149 პირი წავიდა, საიდანაც 748 სახელმწიფო, ხოლო 401 კერძო უნივერსიტეტებში ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოდან გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში წავიდა.

10 ქვეყანა, რომლის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც განათლების მისაღებად ქართველი სტუდენტები ყველაზე მეტად ირჩევენ, ასე გამოყურება:
გერმანია – 151 სტუდენტი;
საფრანგეთი – 77 სტუდენტი;
იტალია – 74 სტუდენტი;
პოლონეთი – 65 სტუდენტი;
ჩეხეთის რესპუბლიკა – 59 სტუდენტი;
ესპანეთი – 56 სტუდენტი;
თურქეთი – 46 სტუდენტი;
ავსტრია – 38 სტუდენტი;
ლიეტუვა – 23 სტუდენტი;
პორტუგალია – 19 სტუდენტი.
იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი კი, რომლის კერძო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებას ყველაზე ხშირად მიდიან, ასე გამოიყურება:
გერმანია – 56 სტუდენტი;
თურქეთი – 55 სტუდენტი;
ესპანეთი – 49 სტუდენტი;
იტალია – 43 სტუდენტი;
საფრანგეთი – 43 სტუდენტი;
ნიდერლანდები – 40 სტუდენტი;
პოლონეთი – 29 სტუდენტი;
პორტუგალია – 24 სტუდენტი;
ლიეტუვა – 21 სტუდენტი;
რუმინეთი – 19 სტუდენტი.