პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

10.06.2026 Newsroom სიახლე 125
პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს . პოლონური მედიის ცნობით, ისინი წინასწარ დაგეგმილად მოქმედებდნენ და საცხოვრებელი სახლებიდან იპარავდნენ ფულს, ოქროულობას, ტექნიკასა და სხვა ძვირფასეულობას. დაკავებულები 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები არიან.

თეგები: კანონი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე