გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 148 დოლარით დაეცა და 4 328 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 3.3%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ოქრო 4.7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 5.9 დოლარით (-8%) შემცირდა და 1 უნცია 67.84 დოლარი გახდა.
მიუხედავად დღიური კლებისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 7.4%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურად 105%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქაც შემცირდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ფასი. კერძოდ, ოქრო ერთ დღეში 8 ლარით გაიაფდა, ვერცხლი კი 0.1 ლარით.
დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 388 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 396 ლარი იყო.
საქართველოში ვერცხლის ფასი დღეს 6.2 ლარის ფარგლებში მერყეობს, გასულ დღეებში კი 6.3 ლარი იყო.