გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი მცირდება.

ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 2.04%-ით შემცირდა და 93.09 დოლარი შეადგინა.

პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 2.69%-იან კლებას აჩვენებს და ბარელზე ფასი ამჟამად 90.54 დოლარს უტოლდება.

როგორც Trading Economics-ი წერს, მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას ხელი შეუწყო გლობალური მოთხოვნის შესუსტების მოლოდინებმა.

ბაზარზე ნეგატიურად იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ ჩინეთში ნავთობის იმპორტი ბოლო ათი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ამასთან, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდება.

ამას ემატება ისიც, რომ ჰორმუზის სრუტეში ხანგრძლივი შეფერხების შიშით გამოწვეული ფასების ზრდა გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა, რეგიონთან დაკავშირებით გაურკვევლობა კვლავაც მაღალი რჩება.