მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრაციის ვადები იცვლება

04.06.2026 Newsroom სიახლე 191
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრაციის ვადები იცვლება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.

„საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.

ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე