შიო III 7 ივნისს, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად მონათლავს

04.06.2026 Newsroom სიახლე 201
შიო III 7 ივნისს, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად მონათლავს

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე