2026 წლის 7 ივნისს სომხეთში თითქმის 2.5 მილიონი მოქალაქე აირჩევს პარტიას, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ისინი არჩევანს გააკეთებენ 18 პარტიასა და ალიანსს შორის, რომლებიც პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვიან. ეს იქნება პირველი გეგმიური (და არა რიგგარეშე) საპარლამენტო კენჭისყრა 2017 წლის შემდეგ.

მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ („სამოქალაქო ხელშეკრულება”) ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან: ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც მხარს უჭერს პრორუსი სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“ – მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“.

სომხეთის ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც მანამდე პარლამენტში ალიანს „პატივი მაქვს-ის“ შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი, 7 ივნისის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ მიიღებს.