ოქრო გაძვირდა, ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი საქართველოშიოქრო გაძვირდა, ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი საქართველოში
მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ოქრო 4 515 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.30%-იან ზრდას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 75.17 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.66%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 390.8 ლარი ღირს, 750 სინჯის – 293 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 228.6 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.27 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.49 ლარი ღირს.