რუმინეთმა კონსტანტაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა.
ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა მედიასთან ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით დრონის ფრენის ტრაექტორია, ვიცით, საიდან გაიარა უკრაინაში და საიდან შემოვიდა რუმინეთში. ის იყო უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი“, – აღნიშნა ნიკუშორ დანმა.
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.
მომხდარს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა-სილვია ცოიუ გამოეხმაურა. მისი თქმით, რუმინეთი საჰაერო სივრცის ამ სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს.