საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საწარმოების 25,8% იყენებდა სოციალური ქსელების მინიმუმ ერთ ინსტრუმენტს მაინც (მაგალითად, Facebook, LinkedIn, X (Twitter), Instagram, YouTube, Snapchat, Pinterest და სხვ.), ხოლო საწარმოთა 74,2%-ს სოციალური ქსელები საერთოდ არ გამოუყენებია.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა საწარმოთა 94,9%-ს ჰქონდა. გარდა ამისა, საწარმოთა 74,7% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ფიქსირებული კავშირის მეთოდებს იყენებდა, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL-კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და სხვა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საწარმოების თანამშრომელთა 35,5% იყენებდა კომპანიის კუთვნილ, ინტერნეტთან კავშირის მქონე ნოუთბუქებს ან სმარტფონებს (ექსკლუზიურად სამსახურებრივი მიზნებისთვის), მაშინ როცა ვებგვერდის ან კორპორატიული ვებგვერდის მქონე საწარმოთა პროცენტული მაჩვენებელი 15,3%-ს შეადგენდა.