მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 555 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 77.8 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.55%-ით მომატებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს.