24 მაისს, ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.

წელს №1 სკოლა 34-მა მოსწავლემ დაასრულა, რომელთაგან ექვსი ოქროს მედლის პრეტენდენტია.

Posledni zvonok - 1

Posledni zvonok - 1

ბოლო ზარი თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი დღეა. ქალაქ ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულად თბილად და საზეიმოდ აღინიშნა. სკოლის ეზო ღიმილით, ყვავილებით, მუსიკითა და გულწრფელი ემოციებით აივსო.

გამოწყობილი და აღელვებული კურსდამთავრებულები მშობლიური სკოლის მოსწავლეების ამპლუაში უკანასკნელად შეიკრიბნენ ერთად. მათ მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და უმცროსკლასელებისგან მილოცვები და თბილი სურვილები მოისმინეს. სკოლის დირექტორმა, რუზანა ტეპოიანმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების გზაზე საკუთარი თავის რწმენა, წარმატებები და დიდ მიღწევები უსურვა.

Posledni zvonok - 1

Posledni zvonok - 1

დღესასწაულს განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინა მოსწავლეების შემოქმედებითმა გამოსვლებმა: სიმღერებმა, ცეკვებმა და ლექსებმა სასკოლო ცხოვრებაზე, მეგობრობასა და მომავლის ოცნებებზე.

Posledni Zvonok - 1

Posledni zvonok - 1

ტრადიციული ბოლო ზარი ბავშვობასთან გამომშვიდობებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოდ იქცა. ბოლო ზართან ერთად, კურსდამთავრებულებისთვის დასრულდა მოგონებებით, აღმოჩენებითა და სასკოლო ისტორიებით სავსე მნიშვნელოვანი თავი. ამ დღეს კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს ცოდნისთვის, მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

Posledni zvonok - 1

ეს დღესასწაული სამუდამოდ დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში, როგორც სკოლასთან გამომშვიდობების ნათელი, მხიარული და ცოტათი სევდიანი დღე.