24 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის ფარგლებში, ახალქალაქის „აბული“ თბილისის „არაგველებს“ დაუპირისპირდება.

ჩვენს გუნდს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. სათასო ტურნირი ყოველთვის გამორჩეულია განსაკუთრებული ემოციებით, დაუვიწყარი შეხვედრებითა და გამარჯვებისთვის თავგანწირული ბრძოლით – „აბულიც“ ემზადება, რომ ამ გზაზე მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგას.

წარმატებით ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, „აბული“ საქართველოს თასის პირველ ტურში თბილისის „არაგველებს“ უმასპინძლებს.

ფეხბურთელები „აბულის“ ყველა გულშემატკივარს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გუნდს და ტრიბუნებზე გამარჯვების ატმოსფერო შექმნან.

„მიზანი ერთია – რაც შეიძლება შორს წავიდეთ დავით ყიფიანის თასზე და ღირსეულად წარმოვადგინოთ ახალქალაქი“, — აცხადებენ გუნდში.