დღეს, 22 მაისს, ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. №3 სკოლას 11 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან ორი მედლის კანდიდატია.

სადღესასწაულო ღონისძიება სკოლის შენობაში, საგანგებოდ მორთულ ფოიეში გაიმართა. მთელი პროგრამა შედგებოდა თითოეული მოსწავლის წარდგენისგან იმ მუსიკის თანხლებით, რომელიც მათ თავად შეარჩიეს. ამის შემდეგ საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

უკვე გუშინდელი მოსწავლეები მასწავლებლებს მადლობას უხდიდნენ იმ ცოდნის მიღებისთვის, რომლითაც ისინი ზრდასრულ ცხოვრებაში გაიყოლებენ. კურსდამთავრებულებმა იმღერეს, იცეკვეს, ფლეშმობი მოაწყვეს და ბოლო ზარი უბრალოდ ენერგიულად და მხიარულად გაატარეს; მათ თავისი პოზიტივი გადასცეს მასწავლებლებს, ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებიც მათ მხარდასაჭერად და მოსალოცად მივიდნენ.

ღონისძიება სასკოლო ვალსით, ფეიერვერკებითა და ჩახუტებით დასრულდა.

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1

Posledni zvonok gruzinskaya shkola - 1