როდის დაირეკება ახალქალაქში ბოლო ზარი?

19.05.2026 Newsroom სიახლე 217
როდის დაირეკება ახალქალაქში ბოლო ზარი?

საქართველოში „ბოლო ზარის“ აღნიშვნა 20 მაისიდან დაიწყო. თითოეული სკოლა თავად წყვეტს, თუ როდის გამართოს ღონისძიება. Jnews ახალქალაქის 5 სკოლის დირექტორს ესაუბრა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის კურსდამთავრებულთა ზუსტი რაოდენობა წელს ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, თუმცა, როგორც ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შევიტყვეთ, კურსდამთავრებულთა რიცხვი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც შარშან – 481 ადამიანი.

tiv1

№1 სკოლაში „ბოლო ზარი“ 24 მაისს დაირეკება, ამინდის პირობების გამო დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. წელს №1 სკოლა 34 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 6 ოქროს მედალზე პრეტენდენტია.

tiv2

№2 სკოლაში „ბოლო ზარი“ 20 მაისს, ამინდის პირობებიდან გამომდინარე, 11:00-დან 12:00 საათამდე შუალედში დაირეკება. სკოლას 43 კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 7 მედლის კანდიდატია.

tiv3

№3 სკოლაში „ბოლო ზარი“ 22 მაისს დაირეკება, დრო ჯერ განსაზღვრული არ არის და ამინდზეა დამოკიდებული. №3 სკოლას 11 კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან ორი მედლის კანდიდატია.

tiv4

№4 სკოლაში „ბოლო ზარი“ 20 მაისს, 11:00 საათზე დაირეკება. წელს №4 სკოლა 43-მა ადამიანმა დაამთავრა, მათგან 4 მედლის კანდიდატია.

tiv5

№5 სკოლაში „ბოლო ზარი“ 21 მაისს დაირეკება. წელს სკოლამ 7 კურსდამთავრებული გამოუშვა. №5 სკოლას მედლის 1 კანდიდატი ჰყავს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე