თაღლითობით გამომუშავებული 350 ათას ლარზე მეტი

18.05.2026 Newsroom სიახლე 191
თაღლითობით გამომუშავებული 350 ათას ლარზე მეტი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს თვემდე პერიოდში, ბრალდებულმა დაზარალებულები დაარწმუნა, რომ თითქოს იგი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხების ინვესტირება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [თაღლითობა] წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე