Fitch ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას პროგნოზირებს

16.05.2026 Newsroom სიახლე 237
Fitch ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას პროგნოზირებს

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, ‘BB’ რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა. ,,საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს – სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)”,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე