საქსტატი მონაცემებს 2001 წლიდან ინახავს და ამ დროის მანძილზე, წლის განმავლობაში ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ყველაზე მეტი პირი გასულ წელს მოხვდა. ზრდა 2024 წელთან შედარებით 25.5% ზრდაა.

დანაშაულის საახების მიხედვით რიცხოვნობა კი 2025 წელს ასეთი იყო:

განზრახ მკვლელობა: 53
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში: 56
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება: 158
გაუპატიურება: 45
ძარცვა: 279
ყაჩაღობა: 83
ქურდობა: 3 208
ნარკოტიკული დანაშაული: 5 322
ხულიგნობა: 98
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა: 733
სხვა დანაშაული: 12 732
საქსტატის ცნობით, მსჯავრდებულთა 50.1%-ს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, 24.4%-ს პატიმრობა, 20.2%-ს ჯარიმა, 4.6%-ს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 0.7%-ს კი სხვა სასჯელი.

წლების მიხედვით საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა შემდეგნაირია:
2025 წელი – 22 767;
2024 წელი – 16 961;
2023 წელი – 18 547;
2022 წელი – 18 850;
2021 წელი – 15 412;
2020 წელი – 12 980;
2019 წელი – 16 748;
2018 წელი – 15 846;
2017 წელი – 14 517;
2016 წელი – 15 640;
2015 წელი – 15 139;
2014 წელი – 16 776;
2013 წელი – 15 166;
2012 წელი – 10 922;
2011 წელი – 18 153;
2010 წელი – 19 940;
2009 წელი – 18 354;
2008 წელი – 20 804;
2007 წელი – 21 170;
2006 წელი – 16 911;
2005 წელი – 9 168;
2004 წელი – 9 071;
2003 წელი – 8 110;
2002 წელი – 8 579;
2001 წელი – 8 897.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა პატიმრების ოდენობით. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით. ეს 2024 წლის მონაცემებია. 2025 წლის მონაცემები კი ივნისში გამოქვეყნდება.