დღეს, 14 მაისს, ახალციხე-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორმა სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანება მიიღო. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ამის შესახებ რეგიონული პორტალი sknews.ge წერს.

შსს-ს მონაცემებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.