საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების თიქმის 26% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

„2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 25.6% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

ცნობისთვის, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურების დანახარჯები 826 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეების დანახარჯებს საქართველოში მოგზაურობისას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 16.156 მლნ ლარი შეადგინა.