გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაიაფდა. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 1.69 აშშ დოლარით შემცირდა და 4 615 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.04%-ით არის გაიაფებული, ბოლო ერთ თვეში კი ფასის 0.77%-იანი ვარდნა ფიქსირდება. მიუხედავად აღნიშნული მონაცემებისა, წლიურად ძვირფასი ლითონის ღირებულება 42.4%-იანი ზრდას აჩვენებს.

რა ღირს ოქრო საქართველოში?
ძვირფასი ლითონის ფასი დღიურად 3 ლარით გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე.

კერძოდ, თუ გასულ დღეებში 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საშუალოდ, 410 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, ფასი 413 ლარის ფარგლებში მერყეობს.