ქართველი მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის პირობები გამარტივდება

30.04.2026 Newsroom სიახლე 221
ქართველი მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის პირობები გამარტივდება

დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებით არიან დაკავებულნი, რუსეთში ყოფნის პირობები გამარტივდება.

2026 წლის 30 ივნისიდან მათ შეეძლებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წელიწადში 180 დღემდე დარჩნენ — რაც ორჯერ მეტია ამჟამინდელ ლიმიტზე (ამჟამად ლიმიტი 90 დღეს შეადგენს).

ყოფნის გახანგრძლივებული ვადით სარგებლობისთვის, პროფესიონალმა მძღოლებმა ქვეყანაში შესვლაზე განაცხადი დროულად უნდა წარადგინონ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე