აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ერევანში იმყოფება

29.04.2026 Newsroom სიახლე 212
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ერევანში იმყოფება

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაცია ამჟამად აღვერანში, სასტუმრო „Apricot Hotels & Resort“-ში იმყოფება.

როგორც „Новости Армении – NEWS.am“-ის კორესპონდენტი იუწყება, სასტუმროსკენ მიმავალი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი, ჟურნალისტებს კი სასტუმროს ტერიტორიასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

აღსანიშნავია, რომ ერევანში აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე