ირანული პორტების ბლოკადის გამო, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 114,1 დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 15%-ით მეტია გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ამერიკულ ნავთობს, ერთი ბარელი WTI 102,4 დოლარი ღირს, მაშინ როცა ერთი კვირის წინ მისი ფასი 92,5 დოლარს შეადგენდა.
გამოცემა Oilprice წერს, რომ ნავთობის კრიზისი მსოფლიოს ზიანს მრავალი წლის განმავლობაში მიაყენებს.
პუბლიკაციის თანახმად, ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივმა ჩაკეტვამ გამოიწვია მიწოდების შემცირება დღეში 10 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობით, რამაც ისტორიაში მიწოდების ყველაზე დიდი შოკი და რეცესიის რისკების ზრდა განაპირობა.
„სრუტის ხელახლა გახსნის შემთხვევაშიც კი, ნავთობის მოპოვების აღდგენას თვეები ან წლები დასჭირდება დაზიანებული ჭაბურღილების ხელახალი ამუშავების ნელი ტემპისა და საექსპორტო ნაკადების ნორმალიზების გამო“, — წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობა გართულდა, რამაც მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილის პარალიზება გამოიწვია.