მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში, აპრილის განმავლობაში საწვავის გაძვირებას განაგრძობს. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, აპრილის განმავლობაში საწვავი კიდევ 15-52 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში აპრილში საწვავის ფასი 3-ჯერ – 3 აპრილს, 16 აპრილს და 28 აპრილს შეიცვალა. თვის განმავლობაში ბენზინი 16 თეთრით, ხოლო დიზელზე 40 თეთრით გაძვირდა.

შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი – ₾4.09, ზრდა – 16 თეთრი;
G-Force პრემიუმი – ₾3.69, ზრდა – 16 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.55, ზრდა – 16 თეთრით;
ევრო რეგულარი – ₾3.53, ზრდა – 16 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი – ₾4.27, ზრდა – 40 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾4.17, ზრდა – 40 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 40-46 თეთრით, ხოლო დიზელი 74 თეთრით გაძვირდა. Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა.

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 1, 4, 9, 16, 18, 23 და 29 აპრილს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ბენზინი 26 თეთრით, დიზელი კი აპრილის განმავლობაში 50-52 თეთრით გაძვირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი – ₾4.08; ზრდა – 26 თეთრი;
ეკო პრემიუმი – ₾3.68; ზრდა – 26 თეთრი;
ეკო დიზელი – ₾4.22; ზრდა – 50 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾4.19; ზრდა – 52 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.53; ზრდა – 26 თეთრი;
დიზელ ენერჯი – ₾4.12; ზრდა – 50 თეთრი;
ზოგადად, Wissol-ში ფასების კორექტირება 7 მარტიდან იწყება და თვის განმავლობაში 6-ჯერ დაკორექტირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, მარტში საწვავი ტიპის მიხედვით 28-59 თეთრით გაძვირდა.

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასის 2 და 6 აპრილს დაკორექტირდა. შესაბამისად აპრილის განმავლობაში საწვავი 15-30 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი – ₾3.87; ზრდა – 15 თეთრი;
ნანო პრემიუმი – ₾3.55; ზრდა – 15 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი – ₾3.39; ზრდა – 15 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾3.80; ზრდა – 30 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.90; ზრდა – 30 თეთრი
ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ „სოკარში“ ფასების კორექტირება 11 მარტიდან დაიწყო და მარტის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად გაძვირდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი – ₾3.99; ზრდა – 7 თეთრი;
Efix ევრო პრემიუმი – ₾3.59; ზრდა – 16 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.39; ზრდა – 4 თეთრი;
Efix ევრო დიზელი – ₾4.12; ზრდა – 17 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾4.07; ზრდა – 17 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.92; ზრდა – 18 თეთრი;
Premium Avangard – ₾3.52; ზრდა – 13 თეთრი;
Euro Regular – ₾3.37; ზრდა – 13 თეთრი;
Euro Diesel – ₾3.96; ზრდა – 12 თეთრი.

მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ 1-2-კვირიანი მარაგები, რამაც საწვავის ეტაპობრივად გააძვირა. თუმცა აპრილში, გლობალურ ბაზარზე ნავთობის კიდევ უფრო მეტად გაძვირების პირობებში, მიმდინარე თვეში ბენზინის და დიზელის საწვავი უფრო მეტად გაძვირდება.