მაისში საქართველოში საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები (დასვენების დღეების გარდა) 2 დამატებით უქმე დღეს მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 9, 12 და 26 მაისი ოფიციალურ უქმე დღეებად არის გამოცხადებული. ვინაიდან 9 მაისი შაბათს ემთხვევა, წელს მაისში მხოლოდ ორი არასამუშაო დღე იქნება: 12 და 26 მაისი.
შეგახსენებთ: 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ხოლო 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.