პატრიარქის სამი კანდიდატი 28 აპრილს შეირჩევა

22.04.2026 Newsroom სიახლე 205
პატრიარქის სამი კანდიდატი 28 აპრილს შეირჩევა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

„ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე